მაღალი საჯარო ინტერესის გამო, რომელიც თბილისში, კუს ტბაზე მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეოს გავრცელებიდან უმოკლეს დროში მოკვლევა ჩაატარა.

სრულად...

დაახლოებით, 7 მილიარდის შესაძლებლობა დაკარგა ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენივე გათვლებითაც საქართველოს ეკონომიკამ - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ხელისუფლების მისამართით გააკეთა.

სრულად...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ანტიდასავლური და სიძულვილის ენის მედის და ღიად პრო-რუსული პოლიტიკური ჯგუფის დაფინანსების გამო" - ასე ეხმაურება არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილის მიერ ჩატარებულ კვლევას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

სრულად...

ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაწალხევში ახლად აშენებული ელექტროგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს.

სრულად...

დღეს ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2015“ ოფიციალურად დაიწყო. სწავლების გახსნის ცერემონიალი ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ნატოს სამხედრო სწავლება, რომელშიც პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება.

სრულად...

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგენილია.

სრულად...

ადრიატიკის ზღვაში მომხდარი ტრაგედიიდან 6 თვის შემდეგ, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სამდივნოს 114-ე სესიის გადაწყვეტილებით, არქიმანდრიტი ილია კარტოზია ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცის ჯილდოთი დააჯილდოვეს – ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

სრულად...

საბერძნეთი ახალი წინადადებების დეტალებს ევროკავშირს მომდევნო 2-3 დღეში წარუდგენს. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...

თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მან თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილი დავით ხვედელიძეა. უცნობია რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.

სრულად...

აშშ-ის სენატორმა ჯონ მაკკეინმა ქართველ სამხედროებს ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. სენატორი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩავიდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი