მოხდეს უნდა თუ არა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების აკრძალვა საქართველოში? - ამ შეკითხვით მიმართა TVFree -მ თბილისელთა ერთ ნაწილს. გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ პრობლემა არა მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით მოძრაობაში, არამედ მოძრაობის წესების დაცვაშია, აქედან გამომდინარე, მძღოლების დიდი ნაწილისთვის ამგვარი აკრძალვა მიზანშეწონილი არ არის.
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმატებულ საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად, 115 ახალგაზრდა გაიგზავნება;
საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ბანკები ორშაბათამდე, 13 ივლისამდე, დაკეტილი იქნება. ამ პერიოდში ბანკომატებიდან თანხის გატანაზე 60 ევროს ოდენობის ლიმიტის დღეს არსებული წესიც ძალაში დარჩება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ცენტრმა ფუნქციონირება "საჯარო სამსახურის" შესახებ ახალი კანონის ამოქმედების პერიოდისთვის უნდა დაიწყოს.
თბილისი 24-25 აგვისტოს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მოლაპარაკებათა პირველ რაუნდს უმასპინძლებს. საქართველოს 57 ქვეყნის მაღალი რანგის სტუმრები და ახლად დაფუძნებული ბანკის გენერალური მდივანი ეწვევიან.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ კლუბ "ვიტამინის" მენეჯერის ლიკა კიკიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა მისი ნებართვის გარეშე ინფორმაციის გამჟღავნების უფლება არ გააჩნია.
ხარაგაულის ა(ა)იპ ,,სათნოების სახლის“ დირექტორი, გიორგი ჩიჩილიძე და ა(ა)იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის” დირექტორი ეკა შავიძე ბაზალეთის მაჟორიტარი დეპუტატის ვარლამ ჭიპაშვილის ინიციატივით, ბაზალეთში მცხოვრებ მაია პაკელიანს ესტუმრენ და საკვები პროდუქტებით დაეხმარნენ.
თბილისის მერი დავით ნარმანია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს, სტეფან ჰაიკინის შეხვდა. შეხვედრაზე 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგები და სალიკვიდაციო სამუშაოები განიხილეს.
ევროკომისიამ უკრაინისთვის 600 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტის გადარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე და გამგებლის მოადგილე მინდია ჯელია, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის - არტემ ბალახაშვილის სახელობის ტურნირში გამარჯვებულ ფეხბურთელებს შეხვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.