რა თქმა უნდა, ფაქტი არის ძალიან ცუდი, თუმცა ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა დღეს და გუშინ არ დაწყებულა და საუკუნეების განმავლობაში გვაკავშირებს ეს ურთიერთობა, - ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს აზერბაიჯანში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განუცხადა.
ვიცე პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, იყო გარკვეული მცდელობები, ინტრიგები, რომ მასსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის ჩამოეგდოთ დაძაბული ურთიერთობა, თუმცა ეს ვერ მოახერხეს.
"პანიკის გარეშე, ასეთი პროვოკაციები სპორტსმენებს ახასიათებთ" - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში საქართველოს დროშის დაწვას გარკვეული ჯგუფის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებად მიიჩნევს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა დაწესებულებებში მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის მიხედვით გადანაწილების წესი დაამტკიცა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი 1 750 352 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში ორი პირი მისცა.
ადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. სამ დასახლებაში სავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშოები უკვე მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტებიც.
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი აზერბაიჯანში "გაბალა"- "დინამოს" მატჩზე ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ პროვოცირება ხშირად საქართველოდან იწყება ხოლმე.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე აზერბაიჯანულ "გაბალასა" და თბილისის "დინამოს" მატჩზე გუშინ მომხდარ ინციდენტს პროვოკაციას უწოდებს და აზერბაიჯანულ მხარეს მიმართავს.
შსს-მ წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე აფიკ ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღანლოში დააკავა.
აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილობრივ “გაბალასა” და თბილისის “დინამოს” გუშინდელ მატჩზე არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.