თამარაშვილიდან გმირთა მოედნამდე გზის ძალიან სწრაფად აღდგენაზე საუბრობს დედაქალაქის მერი. ნარმანიას თქმით, უწყებათშორისი კომისიის სხდომაზე დღეს დარგის სპეციალისტებსა და კომისიის წევრებთან ერთად ვერეს ხეობის განვითარებასა და სატრანსპორტო გზის გახსნაზე იმსჯელეს.
ზურა მუზაშვილი საქართველოს ნამდვილი გმირია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა კასპის რაიონის სოფელ აღაიანში განუცხადა. გომელაური თბილისის 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის, ზურა მუზაშვილის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.
კვლავ შემაშფოთებელია, რომ საქართველო რჩება საერთაშორისო ტერორიზმის წყაროდ და ტრანზიტულ ქვეყნად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტერორიზმის შესახებ გამოქვეყნებულ 2014 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
დედაქალაქის მერიაში ვერეს ხეობის განვითარების გრძელვადიან და მოკლევადიან პერსპექტივებზე საუბრობენ. დედაქალაქის მერიაში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს.
სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული მოხალისეების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საოცარია ის ენთუზიაზმი და თავდადება, რასაც ჩვენი ახალგაზრდები იჩენენ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე დღის განმავლობაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჯამა. მისი თქმით, დაპირებისამებრ, შექმნილია სახელმწიფო კომისია, 20 ივნისიდან კი თემატური ჯგუფები შეუდგებიან მუშაობას.
თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა ჰუმანიტარული შემოწირულობა გაიღო. ლანჩხუთის საკრებულომ, აპარატის ყველა თანამშრომელმა ფულადი თანხა 1675 ლარის ოდენობით დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადარიცხა.
სტიქიის შედეგად დაზარალებული ენუქიძეების 9-წევრიან ოჯახს ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ოთხოთახიანი ბინა გადაეცა, - საჩუქარი მრავალშვილიანმა ოჯახმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან მიიღო.
დღეს ხარაგაული ოლიმპიურ ცეცხლს მასპინძლობდა. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტამ დევების წყაროდან აიღო სტარტი.
აბაშის მუნიციპალიტეტში ქართველი კლასიკოსი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.