თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბი სტიქიის ღამეს ვერტმფრენების გამოუყენებლობის მიზეზებს განმარტავს. როგორც გენერალური შტაბის განცხადებაშია ნათქვამი სვანიძის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობი, ელექტროგადამცემი ხაზების ქსელი და მაღალი ხეები არამარტო ხელს უშლის ვერტმფრენიდან სამაშველო სამუშაოების განხორციელებას ღამით და დიდი ნალექის პირობებში, არამედ შეუძლებელს ხდის ვერტმფრენის ოპერირებას დაბალ სიმაღლეზე
არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი საზოგადოებას თბილისში მოძრაობის განტვირთვის მისეულ ხედვას სთავაზობს. მას მიაჩნია, რომ ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა ამ ფორმით არ უნდა აღდგეს, უნდა მოიხსნას გმირთა მოედანზე არსებული 2 ესტაკადა, ხოლო მტკვრის ორივე სანაპიროზე ცალმხრივი მოძრაობა უნდა დაწესდეს.
დემოკრატიის კუთხით გაუმჯობესება ევრაზიის რეგიონში მხოლოდ ორ ქვეყანაში აღინიშნა - ეს იყო საქართველო, სადაც 2014 წელს პირველად ჩატარდა მერის პირდაპირი წესით არჩევნები და ასევე უკრაინა. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშში - "სახელმწიფოები გარდამავალ პერიოდში 2015".
მდინარე ვერეს წყალი სასმელად არ გამოიყენება, ამიტომ მასში კანალიზაციის წყლის ჩადინებას პრობლემა არ შეუქმნია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს.
თბილისის მერი დავით ნარმანია ადასტურებს, რომ სტიქიის დროს ერთ-ერთი საკანალიზაციო მილი დაზიანდა, რის გამოც წყალი მდინარე ვერეში ჩაედინება. მისი თქმით, ეს არის დროებითი ღონისძიება და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს" დაზიანებეული კოლექტორის აღდგენის ვალდებულება აქვს.
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 13 ივნისს დატრიალებული ტრაგდეიის გამო და ორ საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, გრძელდება წყლის სინჯების კვლევა თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის, სტიქიის შედეგად დაზარალებულ წერტილებში.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებაა საჭიროა, რადგან, მისი თქმით, მხოლოდ ეს თუ გააძლიერებს ქართველ ერში მომავლის იმედსა და რწმენას და დაამარცხებს საზოგადოებაში ფეხმოკიდებულ ნიჰილიზმს.
ერევანში აქციის დაშლის დროს 20-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 პოლიციელი, 7 კი დემონსტრანტია. მათი ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნაწილს კი სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.