იმ მინისტრებთან დაკავშირებით, რომლებიც მთავრობიდან წავიდნენ, ჩვენ ინფორმირებული ვიყავით, რომ კარგად და ეფექტურად მუშაობდნენ , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
იმ ადმიანების საყურადღებოდ, ვინც "აღფრთოვანებაში" მოიყვანა პრეზიდენტ მარგველაშვილის პოზიციამ, როცა მან "გამოავლინა" პრინციპულობა და დაუყოვნებლივ არ გადაუგზავნა პარლამენტს, პრემიერ–მინისტრის მიერ მისთვის წარდგენილი ახალი მთავრობის წევრთა სია.
დღეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: იოსებ ხახალეიშვილი და გიორგი ჭიღვარია და კუიევო პომერანიის გუბერნიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელი გენშტაბის უფროსს ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა. კაპანაძის განცხადებით, ის უახლოეს დღეებში საზღვარგარეთ ვიზიტად მიდის და თავდაცვის მომავალი მინისტრი საქმის კურსში ჩააყენა.
მთავრობის ადმინისტრაცია სინანულს გამოთქვამს, რომ მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის დაჩქარების თაობაზე მათი თხოვნა პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა. ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის, გარემოს დაცვისა და სპორტის მინისტრების დანიშვნების შესახებ ბრძანეები გამოსცა. სამივე ბრძანება ინდივიდუალურადაა გამოცემული და ის 1-ელი მაისით თარიღდება.
არც ისე მარტივად შეიძლება იყოს საქმე, შეიძლება პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრობის სხვა კანდიდატურა წარმოადგინოს და ეს უბრალოდ არ გაგიკვირდეთ, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ გააკეთა.
საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის თაობაზე არ უსაუბრია.
საქართველოს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, ყურად არ იღო საქართველოს პრემიერ–მინისტრის თხოვნა იმის შესახებ, რომ მას დაუბრკოლებლივ გადაეგზავნა ახალი მთავრობის წევრთა სია საქართველოს პარლამენტში იმისთვის, რომ სწრაფად (ხვალვე) მომხდარიყო პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება,
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის შეფასებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მთავრობის შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენის ერთი კვირით გადადების გადაწყვეტილებით კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.