"მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არანაირი ნაკლული, ნახევრად უფლებამოსილი, უუფლებო მთავრობის არსებობას. მოქმედი მთავრობა აღარ არის უფლებამოსილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შექმნილია ახალი მთავრობა," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მთავრობის დამტკიცების პროცედურებზე საუბრისას.
საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო რეფორმათა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში აზერბაიჯანელები თავს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად არ უნდა გრძნობდნენ და მათი პრობლემები ძლიერმა ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნოდარ ჯავახიშვილისთვის განახლებული სამთავრობო პროგრამის დეტალები, რითაც პარლამენტის წინაშე ირაკლი ღარიბაშვილი წარსდგება, უცნობია.
"ეროვნული ბანკი და მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს ამასთან დაკავშირებით და მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დასტაბილურდება სიტუაცია", - ასე უპასუხა ხადურმა საქართველოს ეროვნული ვალუტის დევალვაციის საკითხზე ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას.
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ბილ ქლინტონის თვითმფრინავი ტანზანიაში ავარიულად დაეშვა. CBS-ის ცნობით, ჰაერში თვითმფრინავს ერთ-ერთი ძრავი გაუფუჭდა, რის შემდეგ პილოტებმა დოდომაში ავიალაინერის დასმის გადაწყვეტილება მიიღეს.
“24 წელი გავიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან. ეს 24 წელი არ ყოფილა მარტივი, ეს იყო მძიმე“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
პროექტი „იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების მონიტორინგის სისტემის დანერგვა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში" დასასრულს უახლოვდება.
ჩეხეთმა საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტს პარლამენტში მხარი დაუჭირა ყველა პარტიამ, გარდა “კომუნისტური პარტიისა”, რომელმაც თავი შეიკავა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის და კომპიუტერული მონაცემის შეცვლის ფაქტზე, საერთაშორისო დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი დააკავა.
ქართული არმია, დღეს, დაარსებიდან 24-ე წლისთავს აღნიშნავს. შეიარაღებული ძალების იუბილე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.