ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ამერიკის ვიზების გაყალბების ფაქტის გამოვლენისთვის მადლობას უხდის. როგორც აშშ-ის კონსულმა საქართველოში ქრისტინა პეროზომ, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეერთებული შტატები აფასებს ქართველ სამართალდამცველებთან თანამშრომლობას.
2015 წელს საქართველოში 5 %-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა რეალურია. ამგვარ პროგნოზს აზიის განვითარების ბანკი აკეთებს. ამის თაობაზე ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს გერჰაუზერმა გააკეთა.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის განცხადებით, ამერიკელები არა არიან დაინტერესებული მესამე მხარესთან ომით, მაგრამ პრეზიდენტი ბარაქ ობამა უკრაინისთვის დახმარების აღმოსაჩენად ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს და უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების საკითხი უახლოეს დროში განიხილება.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა CNN -ის პირდაპირ ეთერში კიევიდან ჩართვისას რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებსა და ამ პროცესში აშშ-ს გადამწყვეტ როლზე ისაუბრა.
ქალაქ ნინოწმინდის მოსახლეობას სასმელი წყალი ისევ გრაფიკით მიეწოდება, ადგილობრივ ბიუჯეტს კი სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციისთვის სახსრები არ გააჩნია და პრობლემის გადაჭრას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან ელოდება.
“ქართული ოცნებიდან" ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის ვალერი გელაშვილის განცხადებით, მასზე თავდასხმა მან მერაბიშვილს, კოდუას და სპეცრაზმელებსაც აპატია, მაგრამ ცემის დამკვეთ სააკაშვილს არასდროს აპატიებს.
ნატო მოუწოდებს რუსეთს, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღოს და საქართველოს ტერიტორიიდან მისი საჯარისო ნაწილები გაიყვანოს, - ამის თაობაზე განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით მხოლოდ ზოგადი საუბრები იყო და "არაფერი არ ხდება". ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელი კომენტარის საპასუხოდ გააკეთა.
სამართალდამცველებმა 1993 წელს დაბადებული დიმა ხაჩიაშვილი პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გაქცევის ბრალდებით დააკავეს.
ეკონომიკური ზრდის ზუსტი პროგნოზის გაკეთებაზე კომენტარისაგან თავს იკავებს ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.