საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „Facebook“-ში წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონის მასშტაბით.
სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილმა, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, დავით ზაალიშვილთან ერთად, ბორჯომში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021), რომელიც წელს საიუბილეოა და მას საქართველო უკვე მეათედ მასპინძლობს, ოფიციალურად დღეიდან დაიწყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.4 პროცენტით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.1 პროცენტი შეადგინა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიცია ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას გაურბის და ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არჩევნების დისკრედიტაციისთვის წინასწარ ემზადება.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი რეგიონებში სამუშაო ვიზიტების ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.
დღეს ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას სოფლის მეურნეობის მიმართულებით; ეს არის ჩვენს მიერ დაანონსებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პირველ 6 თვეში გვაქვს 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, რამაც მოგვცა საშუალება, რომ წელს არც ერთი ლარი სესხი არ აგვიღია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მე მინდა ჩვენს მოსახლეობას განვუმარტო, ბევრია საუბრები ბოლო დროს და კითხვებიც დაისვა, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ა.შ. მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა - ეს არის მართვის გზა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.