იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. მხარის რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მოადგილეებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად, 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, 2021 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით 14 წლის ასაკიდან დაინტერესებული პირებისთვის აგრძელებს ონლაინ კონკურსს „ჯილდო ცოდნისთვის“.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ინფექციის გადატანიდან 30 დღის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა, ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ვითარება და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
კახა კალაძეს ნუთუ პიარის კარგი სპეციალისტი არ ჰყავდა, რომ პრეზენტაცია მთაწმინდის პარკში არ დაენიშნა, ეს ასოცირდება „მთაწმინდიდან გამოქანებასთან“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების“ მიერ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის დაანონსებასთან დაკავშირებით.
შევძელით და ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი ვაქცინა, ვიდრე საჭირო იყო, ერთადერთი თხოვნა გვაქვს, გთხოვთ აიცერით-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 15.7 პროცენტით გაიზარდა.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პოზიტიური, ძლიერი ტემპი შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.
ეს იყო ძალიან წარმატებული კონფერენცია. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომელიც ეხებოდა სამივე ქვეყნის პერსპექტივებს და იმ მისწრაფებებს, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თბილისის მერობის კანდიდატს დღეს, 20 ივლისს, დაასახელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.