ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიან გეგმაშია გაწერილი. ამასთან დაკავშირებით საერთო საჯარისო ცენტრში დღეს, თავდაცვის მინისტრმა 2020-2030 წლებში თავდაცვის ძალების სამოქმედო გეგმის წარდგენისას გაამახვილა ყურადღება.
საერთო საჯარისო ცენტრში საზოგადოებისთვის საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმის წარდგენისას თავდაცვის მინისტრმა აქცენტი 5 ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებაზე გააკეთა.
„ჩვენი ჯარის განვითარება უნდა დაეფუძნოს უახლეს მიდგომებს“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში თავდაცვის ძალების 2020-2030 წლების სამოქმედო გეგმის წარდგენისას.
„ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარების მიზნით, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების შესყიდვა. ამ მიზნით, მიმდინარე წელს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობით იგეგმება დამატებით ჯაველინების პარტიის შეძენა. ასევე იგეგმება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შესყიდვების განხორციელება“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმის წარდგენისას.
თავდაცვის მინისტრმა საჰაერო შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმის წარდგენისას საჰაერო შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრა.
თავდაცვის უწყების ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას მინისტრმა მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო უსაფრთხოების გამოწვევებს. ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს მომავალი ხედვა ლოკალური, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევების ანალიზს ეფუძნება, რასაც ეროვნული დონის „საფრთხეების შეფასების დოკუმენტი“ განსაზღვრავს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თავდაცვის ძალების 2020-2030 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ მორიგი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს სამინისტროს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის დანგრევა სურს.
ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, შემდგომი წლების განმავლობაში, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ თავდაცვის ძალების განვითარებას, გაძლიერებას, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, სამხარეო ადმინისტრაციის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ახალქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.