ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გაერო-ს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს, ალანა არმიტაჯის შეხვდა.
9-10 ივლისს საქართველოს პირველ ოფიციალურ ვიზიტად ეწვევა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი, რომელიც ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოაბრძანებს და ქართველ ხალხს გადასცემს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ანარ ქარიმოვს აზერბაიჯანის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თავის მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, პეტერ მიკისკას შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა ჩეხ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ საპილოტე პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დისტანციურ ფორმატში შეხვედრას დაესწრო და პროექტში მონაწილე მასწავლებლებისა და მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზ.ა. და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დ.ჭ. დამნაშავედ ცნო „2012 წლის ციხის კადრების“ საქმეზე.
თბილისის ორ დიდ რაიონში, ვარკეთილის დასახლებასა და დიდ დიღომში მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრები აშენდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ყვითელი მიკროავტობუსების პარკი წლის ბოლომდე მთლიანად ახალი მიკროავტობუსებით ჩანაცვლდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის ინდური შტამი სხვა შტამებს მთლიანად ჩაანაცვლებს.
ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება ევროპული ტიპის ახალი ცენტრები, მათ შორის გურჯაანში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის ახალი 15 კმ-იანი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.