საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი იქნება დადგენილი. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კუთხე ნოჯიხევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა კვარტალთან შედარებით, 1.6 პროცენტით შემცირდა.
კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებულ პირებს ამნისტია შეეხებათ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
"კურიერმა" ამერიკაში ყოფილი პრემიერის ჩაწერა მოახერხა. გიორგი გახარია ადასტურებს, რომ იმავე სასტუმროში ცხოვრობდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი.
ამ შენობაში 450-ზე მეტი სერვისი იქნება ხელმისაწვდომი, ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბანში, იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
სპეციალურად აღჭურვილი მიკროავტობუსებით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ჩვენ ადგილზე მივაწვდით ყველა იმ მომსახურებას, რომლის მიღებაც მათ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ, - განაცხადა გარდაბანში იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონიაზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.
პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის წევრებმა „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში მოისმინეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრემიერთან, დენის შმიგალთნ საქართველო-უკრაინის საერთო მისწრაფებები და გამოწვევები განიხილა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორ პარტნიორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, რომელიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს მოიცავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.