საერთო საჯარისო ცენტრის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის მსმენელებმა სს „თბილავიამშენში“ 5-კვირიანი პრაქტიკული სწავლება გაიარეს. აღსანიშნავია, რომ ოფიცრებს პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა პრაქტიკული მომზადება სს „თბილავიამშენის“ ბაზაზე გაევლოთ და კურსის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განეხორციელებინათ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. 22 მაისის 00:00 საათიდან 27 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედანი გადაიკეტება.
ჩემი ოჯახის მიმართ მიმდინარეობს დაშინებები და არ გამოვრიცხავ, დავტოვო ქვეყანაც, – ამის შესახებ გადაცემების - „ბიზნესქრონიკისა“ და „ბიზნესი იმედზე“ ავტორმა ირაკლი წულაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის კორცხოს უბანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის შესაბამისად ხეთაში აშენდა ნაპირდამცავი გაბიონი, 1.8 კილომეტრზე დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 1 მილიონ 487 ლარი შეადგინა.
გასაგებია, რომ ინტერესი დიდია, მაგრამ ბარათაშვილი იქნება ის, ამილახვარი თუ ქიბროწაშვილი, ყველას გთხოვთ, წინ დააყენოთ გელათის ინტერესი. დაუკითხავად ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განაცხადა.
ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეულ ცვლილებებთან ერთად, არსებული რეგულაციების დაცვით, მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი მე-12 კლასელებს ბოლო ზარს ულოცავს და წარმატებას უსურვებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.2 პროცენტით გაიზარდა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი სახეზეა ინდექსის 17.5 პროცენტიანი ზრდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.9 პროცენტი შეადგინა.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 467 ფაქტი გამოვლინდა.
დღეს საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკება. სწავლის დასრულებას გილოცავთ ყველას და მთელი გულით გისურვებთ წარმატებას თქვენი ცხოვრების გზაზე ახალი ნაბიჯების გადადგმისას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.