საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1104 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიცირების ფაქტი.
მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ეწვია. ვანის განახლებულ მუზეუმში კარლ ჰარცელს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ უმასპინძლეს.
1848 წლის 18 მაისს, სამშაბათი დღის ორ საათზე, მოულოდნელად ძლიერი მეხი დაეცა ნარიყალას ციხესიმაგრეს, რამაც გამოიწვია იქვე არსებულ საცავში 214 ფუთი დენთის აფეთქება. ნარიყალას ციხეს კუთხის კოშკი ჩამოეშალა.
(GUARDIAN.GE) - ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უცხოელ ჟურნალისტებს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულების ძალისხმევებთან დაკავშირებით განუცხადა: „ჩვენ წამზომით არ ვდგავართ. ჩვენ ვზრუნავთ ოპერაციის მიზნებზე“. უფრო ადრე მან თქვა, რომ ისრაელი სიმშვიდის აღსადგენად და დროის იმ მონაკვეთის მაქსიმალურად გაზრდისათვის იბრძვის, რომელიც „ჰამასთან“ ზავისთვის შეიძლება გაგრძელდეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.
საერთაშორისო ტურისტული გამოფენა არის რეალურად გზავნილი იმისაკენ, რომ მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას და ჩვენ მათ შორის, უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ დავიწყოთ აქტიურად ტურისტების მიღება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ესპანეთში, FITUR-ის გამოფენაზე განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციასთან ერთად საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გახსნა, რომელსაც საგამოფენო ცენტრი IFEMA მასპინძლობს. ღონისძიებაში საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ არაქალში საჯარო სკოლის მშენებლობა - რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ახლადდანიშნულ რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რაზვან როტუნდუს უმასპინძლა და თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.