საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, BP-ის რეგიონულ დირექტორს, გარი ჯონსს შეხვდა.
11 – 13 მაისს, ქალაქ კიევში, მესტიის მუნიციპალიტეტმა მონაწილეობა მიიღო უკრაინის 26-ე საერთაშორისო სამოგზაურო და ტურისტულ გამოფენაში “PREMIER EXPO”. მესტიის მუნიციპალიტეტი გამოფენაზე წარადგინა დანიშნულების მართვის ორგანიზაცია (დმო) „შანლენდმა“.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ლიეტუვიდან დელეგაციას უმასპინძლა.
ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს.
ქართულმა ოცნებამ 2% უწინასწარმეტყველა გიორგი გახარიას მომავალ პოლიტიკურ გუნდს და რატომ ხართ შეშფოთებულები? 2% გაშინებთ?
ლარი მყარდება. უკვე ისმის არასერიოზული ახსნა-განმარტებები: ვაქცინამ გაამყარა, ეკონომიკა გამოცოცხლდა, ორი კინკილა ტურისტი შემოვიდა და ამან იმოქმედა და ასე შემდეგ. სინამდვილეში სხვა რამეშია საქმე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა უკრაინულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების ავღანეთიდან გამოსვლის პროცესი დაიწყო. დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული პირველი ქვედანაყოფია, რომელიც ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება აუქციონზე განახლებული ფასით გამოიტანა. კოსტავას 68-ში მდებარე პირველის არხის შენობა, აუქციონის წესით, 24 059 832 დოლარად იყიდება.
(GUARDIAN.GE) - ისრაელსა და პალესტინურ შეიარაღებულ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა, რამაც მხარეებს შორის 11-დღიანი ბრძოლები დაასრულა, რის შედეგადაც 240-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული, უმეტესობა ღაზას სექტორში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.