თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების მეთაურთან გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა და თანამედროვე ინვენტარით მოწყობილი გარემონტებული ყაზარმები დაათვალიერა.

სრულად...

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება; კერძოდ, 19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან; ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

სრულად...

დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და მან თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და დაამატა, რომ მაშინ როდესაც კონსოლიდაცია, ერთობლივი გადაწყვეტილებები, ერთად მუშაობა იყო ყველაზე საჭირო, გიორგი გახარიამ დატოვა გუნდი, შემდეგ კი მისმა მეგობრებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა.

სრულად...

მოულოდნელია და მართალი გითხრათ, ახლა ვიგებ ამის შესახებ, რაღაც მოარული ინფორმაცია კი გვქონდა, მაგრამ ამ ფორმით პირველად ვიგებ, მოულოდნელია ნამდვილად. სიახლეა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო გიორგი ხოჯევანიშვილისა და კიდევ 5 დეპუტატის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვებას.

სრულად...

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა გორისა და კასპის საარჩევნო ოლქიდან, გიორგი ხოჯევანიშვილმა და კიდევ ხუთმა დეპუტატმა (სულ 6 დეპუტატი) მმართველი პარტიის რიგები დატოვეს. ამის შესახებ ხოჯევანიშვილმა ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა და დაამატა, რომ ისინი გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის მშენებლობას იწყებენ, მანამდე კი პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატები იქნებიან.

 

სრულად...

საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, უწყებამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა - საქმე ეხება საფრანგეთში რეგისტრირებული კომპანიის დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტს, რის შედეგადაც ორი პირის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.

სრულად...

საკოორდინაციო საბჭომ გუშინ გააჟღერა ინფორმაცია თითქოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა მათთვის პრიორიტეტულია. ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა, - ამის შესახებ „მოძრაობა აფხაზეთისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუკრი ნოდიამ განაცხადა. 

სრულად...

მინდა, ყველას ვთხოვო, რომ სახლში იქნება თუ სამსახურში, დღის განმავლობაში ერთი ფანჯარა სულ იყოს გაღებული, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

სრულად...

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს სარესტორნო სივრცეები, სადაც ყველაზე ნაკლებადაა დაცული აუცილებელი პირობები.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი