ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის სექტემბრამდე, ეტაპობრივად დაასრულოს ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები, ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით დატოვებენ ავღანეთს, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პასუხისმგებლობას ყოფილ პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას აკისრებს და აცხადებს, რომ იგი „ჩუმად გაურიგდა ერთ-ერთ კომპანიას და შედეგად მივიღეთ ამხელა დაძაბულობა“.
“ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, ავღანეთის მისიის ეტაპობრივად, მიმდინარე წლის სექტემბრამდე დასრულების შესახებ. შესაბამისად, ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს დატოვებენ ქართული ქვედანაყოფებიც” - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ტყუილია ის, რომ "ენას გვართმევდნენ", ტყუილია, რომ "ენა გადავარჩინეთ" და ტყუილია ისიც, რომ შევარდნაძემ გმირული გადაწყვეტილება მიიღო, ხალხის მხარეს დადგა და კონსტიტუციაში დატოვა მუხლი, რომელიც ღაღადებდა, რომ საქართველოში ქართული ენა არის სახელმწიფო ენა.
მაჭავარიანის ქუჩაზე ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები და გატარებული ღონისძიებები გერმანელი სპეციალისტების მიერ დადებითად შეფასდა“, - ამის შესახებ თბილსის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მეწყერსაშიშ ზონაში გერმანელ სპეციალისტებთან ერთად საპრევენციო ღონისძიებების გაცნობის შემდეგ განაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მსოფლიოში ქართული ენის მცოდნე ყველა ადამიანს ულოცავს ქართული ენის დღეს.
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) შვედ ექსპერტთან, ვიცე-პოლკოვნიკ ტომას გილმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივის, JTEC-ის საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენელს, მედალი „ღირსეული პარტნიორი“ გადასცა.
ახალგაზრდობის სააგენტომ, „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის“ რეფორმა ხობის მუნიციპალიტეტში დაიწყო, რაც ადგილობრივი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას გულისხმობს.
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკურ გააქტიურებას და „ქართული ოცნების“ რიგებიდან 6 დეპუტატის წასვლის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილის გარემოცვასა და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო შემადგენლობაში რყევები „აბსოლუტურად ბუნებრივია იმ უმძიმესი მდგომარეობის ფონზე, რომელიც ამ გუნდმა შექმნა თავისი მავნებლური, უპასუხისმგებლო ნაბიჯებით ყველა მიმართულებით“.
შემაშფოთებელია დაძაბულობა, რაც რიონის ხეობაში პროცესებს ახლავს, პატივისცემით ვთხოვთ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.