საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი იწყება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან სატელეფონო საუბარი გამართა.
საქართველოს პროკურატურამ მეუღლის და შვილის მიმართ განხორცილებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დავით კოდუას ბრალდება წარუდგინა.
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქ. ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქ. ონიდან 5 კმ-ით. პროექტი 7 მონაკვეთადაა დაყოფილი.
თბილისის საქალაქო სასამრთლოში გამართულ პროცესზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.
თქვენზეა დამოკიდებული, საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებას ნორმალურ კალაპოტში მოაქცევთ თუ არა, 10-15 წუთში ეს კარი უნდა გამიღოთ, – ასე მიმართა 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულმა ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მუტაციის გამო, რეინფიცირების შემთხვევები იზრდება და ჩვენთანაც და ევროპაშიც წამყვანია ე.წ. ბრიტანული შტამი.
„ახლა გადავიღე! ბაგები! არასწორი მშენებლობა! გამოიწვია გრუნტის დაშლა! ეს არის ზუსტად, როდესაც ადამიანის არასწორი ჩარევა იწვევს მეწყრის ჩასახვას!“ - ამის შესახებ თეა გოდოლაძე „ფეისბუქში“ წერს და ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს, რომ ბაგებში, სამშენებლოდ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე მიწის მასაა ჩამოშლილი.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.