ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ექნება მცდელობა, სენატში გამოთქმულ მოსაზრებებს სათავისო ინტერპრეტაცია გაუკეთონ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - სენატის შეფასებით, საქართველო არის პროდასავლური დემოკრატიული ქვეყანა და მისაბაძი ლიდერი რეგიონში, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“, როგორც პროდასავლურმა ძალამ, მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კუჭავამ.
კომუნიკაციების კომისია ყურადღებით გაეცნო ვენეციის კომისიის მოსაზრებას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში 2020 წლის 17 ივლისს შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთი თანამშრომლის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და თქვა, რომ უკომპრომისოები და ძალიან პრინციპულები იქნებიან კორუფციასთან ბრძოლაში.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თავისი მოადგილეები წარადგინა. როგორც სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე წულუკიანმა განაცხადა, მისი პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, მოადგილეები კი სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია იქნებიან.
შეზღუდვებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული მსჯელობა. საქართველოში გვაქვს რამდენიმე რეგიონი, რომელიც შესაძლოა წითელ ზონად ჩამოყალიბდეს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის დილაში“.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრებმა კრწანისში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი(JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრები მოინახულეს.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ნაცკლასტერს და მის სატელიტებს გუშინ ევროკავშირის შემდეგ, აშშ სენატმა კიდევ ერთხელ დაუსვა პოლიტიკურ საფლავზე პოლიტიკური ჯვარი (ჯვარი, რომლისაც აგრერიგად ეშინით ფანჩატურელებს) და ცალსახად უთხრა, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულაო!
ამერიკელი სენატორი, სენატის ვროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი სენატში, სენატში საქართველოს შესახებ გამართული მოსმენების შემდეგ „ტვიტერში“ ვიდეომიმართვას ავრცელებს და გამოხატავს იმედს, რომ საქართველოში არსებული „ამჟამინდელი ჩიხი“ მოლაპარაკების გზით და ოპოზიციის პარლამენტში შესვლით დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.