ახალციხეში ასტრაზენეკათი აცრის შემდეგ კომაში ჩავარდნილი 27 წლის ექთანი, რომელიც თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში იქნა გადმოყვანილი, გარდაიცვალა.
2021 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.2 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის თებერვალში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 16.9 პროცენტიანი ზრდა.
ამ ამბის მოკლე ისტორია, პოპულარულ ენაზე, ასე გამოიყურება-ევროკავშირის საგარეო მინისტრი, ესპანელი სოციალისტი, ბორელი ჩავიდა მოსკოვში, დაამცირეს და გამოუშვეს.
ამ წუთში პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა, - უთხრა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ 27 წლის ექთნის დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის კომენტირებისას.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ყოველი დღე, როდესაც ოპოზიცია არ შემოდის პარლამენტში, არ იყენებს მნიშვნელოვან ტრიბუნას და ინსტრუმენტებს, შესაძლებლობებს, არის დაკარგული დრო მათთვის, მაგრამ ყველაზე სამწუხაროა, რომ რაც უფრო მეტ ხანს განაგრძობს პოლიტიკური პროცესის საბოტაჟს, რასაკვირკველია, ეს საერთო ჯამში აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მედიასთან.
როდესაც ილიაზე ვფიქრობ, ჩვენს ღმერთკაცისდარ ადამიანზე, მეჩვენება: იგი ბოლოს რადიკალურად შეიცვალა. რაღაც ისეთი თვალსაზრისები დაუშვა, რაც ადრე მისგან გამორიცხული იყო. იგი გახდა თითქოს დიმიტრი ყიფიანი, იგივე „თავდადებული“, „რაინდი, ურჩი მტრისასა“ (აკაკი) ჩვენ ეს შესაძლოა ბოლომდე ვერასოდეს გავიგოთ.
აშკარაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა მოლაპარაკებები. ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.