Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 169 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 915 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 254 PCR ტესტით.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ ის კარს უხურავს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და მთლიანად დასავლეთს“, ოპოზიცია „სულ სხვა მოქმედების რეჟიმზე“ გადადის და ხვალ რუსთაველის გამზირზე სამოქმედო გეგმას გააცნობს მხარდამჭერებს.
„აი, რა ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში საღამოს, კომენდანტის საათის გამო. მოხსენით კომენდანტის საათი. არ გაბედოთ მერე გაზრდილი ციფრების ხალხისთვის დაბრალება“, წერს ანა დოლიძე „ფეისბუქში“ და მოკლე ვიდეოს აქვეყნებს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანი მოსოიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც ეშტია-ნინოწმინდის სასმელი წყლის მილსადენის სრული მშენებლობის ან ნაწილობრივი შეკეთების ტენდერში გამარჯვებული პროექტი განიხილეს.
მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა წუხილი და სამძიმარი გამოვუცხადო მეგი ბაქრაძის ოჯახს. ვიზიარებ ამ უსამართლო და უდროო გარდაცვალებისგან გამოწვეულ დიდ მწუხარებას. სამძიმრის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცლებს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სახალხო დამცველის, როგორც დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმის მანდატისა და საქმიანობის თაობაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
აშშ-ის საელჩო სამძიმარს უცხადებს დღეს ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების დროს კიდევ ერთ ადამიანს განუვითარდა ანაფილაქსიის მსგავსი მდგომარეობა, თუმცა მალევე მოხდა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა.
წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის მთავარი გეოლოგი ლევან ჯაფარიძე ვაშლიჯვრის ფერდზე განვითარებული მეწყრული პროცესის შესწავლის პროცესში ჩაერთო და პროცესით გამოწვეულ საფრთხეებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან პირველი განმარტება გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.