„ევროპული საქართველო“ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს. როგორც პარტიის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, იმის გამო რომ არსი არ იცვლება მთავრობის, შეუძლებელია რომ ნებისმიერმა ასეთმა ცვლილებმა რამე სარგებელი მოუტანოს ქვეყანას.
ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავატარებთ იმ პოლიტიკას, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა გააკეთა.
ნუ ჩამომართმევთ საკითხის მსუბუქად წარმოჩენაში, მაგრამ ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა, როგორც 2012-ში ასევე 2018-ში“, აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს. თავდაპირველად დეპუტატები ეკონომიკური ბლოკის, ასევე ჯანდაცვისა და განათლების მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
პრემიერის გადასაწყვეტია, ვინ იქნება განახლებულ მთავრობაში, ასე პასუხობს კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატი მიხეილ გიორგაძე ჟურნალისტებს შეკითხვაზე, იქნება თუ არა თავად ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრი.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს თქმით, ცალსახად პრემიერის პრეროგატივაა, რომ მოახსენოს საზოგადოებას, კონკრეტულად რა ცვლილებები მოხდება და ამ ცვლილებების დადებითი მხარეები დაასაბუთოს.
საქართველოს, 19-21 ივნისს, ვიზიტად ეუთო-ს 30-მდე წევრი ქვეყნის მუდმივწარმომადგენელთა დელეგაცია ეწვევა. 2008 წლის შემდგომ, ეს ეუთო-ს ელჩების პირველი ვიზიტია საქართველოში.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი მიმდინარე კვირაში პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს ნდობას გამოუცხადებს, რის შემდეგაც, ბახტაძე მთავრობის განახლებულ სტრუქტურასა და შემადგენლობას წარადგენს.
„მიმდინარე კვირაში დაგეგმილია რიგგარეშე სხდომის გამართვა. ბიუროს სხდომის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნება მოთხოვნა რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე, რათა 20 ივნისს გაიმართოს სხდომა, სადაც განიხილება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი. მანამდე კი, აღნიშნულ საკითხზე, ხვალ კომიტეტების და პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში, მოსმენები გაიმართება“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც იმართება საკომიტეტო მოსმენა, ან პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრა, ეს უნდა იყოს საკომიტეტო მოსმენა და პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.