საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა საქართველოს ევროპული მომავალი, სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები და უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ევროკომისარს კვლევების, მეცნიერების და ინოვაციების საკითხებში კარლოს მოედაშს შეხვდა.
ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის წევრს, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს შეხვდა.
სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა საქართველოს ვიცე პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შვედეთის თავდაცვის მინისტრს პიტერ ჰულტქვისტს შეხვდა.
სარაევო დაინტერესებულია განავითაროს თანამშრომლობა თბილისთან ქალაქის ურბანული განვითარების საკითხებში გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით. ამის შესახებ ისაუბრეს საქართველოს ვიცე პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ და სარაევოს მერმა აბდულა სკაკამ ბოსნია და ჰერცეგოვინაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი შვედეთის თავდაცვის მინისტრი გმირთა მოედანზე იმყოფებოდა.
„გარკვეული წინასწარი კონსულტაციები იყო", განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბრისას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი ევროკავშირის არც ერთი წევრი ქვეყნის მხრიდან არ განიხილება.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევჯერდებით ოპოზიციასთან და იმედი მაქვს, რომ შესაძლებელი გახდება ერთიანი რეზოლუციის მიღება პარლამენტის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ საერთო რეზოლუციის საკითხზე საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.