საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის განახლების თემაზე გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც საუბარი შეეხო რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და იმ დამაზიანებელ პროპაგანდას, რომელიც თანამედროვე პოლიტიკის ერთ-ერთ ფაქტორადაა აღიარებული, არამხოლოდ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში, არამედ ევროკავშირშიც.
საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემისა და რთული ვითარების განმუხტვის თაობაზე რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვას „მავნე განცხადებას“ უწოდებს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ „კვირიკაშვილმა ამ მხდალი განცხადებით დაამტკიცა, რომ პრემიერი არ უნდა იყოს“.
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა და ალიანსთან ინტეგრაციის პროცესი, საქართველოსთან თანამშრომლობის დინამიკა და სამომავლო გეგმები განიხილა.
ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის შეხვდა.
რუსეთის ხელისუფლების მიმართ საქართველოს პრემიერ მინისტრის მიმართვას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ეხმაურება. სამადაშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ მინისტრის დღევანდელი მიმართვა რუსეთს კომფორტს უქმნის.
არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე რუსეთის ხელისუფლების მიმართ საქართველოს პრემიერ მინისტრის მიმართვას საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ევროკავშირი-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატის შექმნაზე შეთანხმდნენ. მხარეები მუშაობას ახალი ფორმატის ფორმირებაზე უკვე იწყებენ.
საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განცხადებები გააკეთეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.