კიდევ რჩება ძალიან მცირე, მაგრამ შესაძლებლობა, რომ პარლამენტი შეთანხმდეს ერთიან რეზოლუციაზე, განუცხადა ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.
გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადება მოითხოვს რუსეთის მხრიდან და რუსეთთან ერთად გონივრულ ნაბიჯებს", წერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი „თვითერის“ საკუთარ გვერდზე.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით კი აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა, რაც თქვენს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო საინვესტიციო კლიმატზე მიუთითებს, განაცხადა ილჰამ ალიევმა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას რეზოლუციის პროექტზე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მიმდინარე კონსულტაციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის რეაქცია ორპარტიული იქნება, რეზოლუციის პროექტს მეტი ძალა ექნება.
საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ოკუპირებული ახალგორიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებულ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები ხვდებიან.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, 12 მარტს, ოფიციალურ ვიზიტად აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში ვიზიტის დასრულების შემდეგ, სამუშაო ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.
უკრაინა და საქართველო არ არიან მზად ნატოში შესასვლელად, განუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, ელჩმა კურტ ვოლკერმა, უკრაინული ახალი ამბების სააგენტო „უნიანს“.
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დაწყებამდე ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებს ბრიუსელში შეხვდა. სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრებთან შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.