საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის მიღების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. დორის ლოიტჰარდი საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად გუშინ ეწვია.
თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროკავშირი და პარტნიორები” საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა. მან კონფერენციაში მონაწილე დელეგაციებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნული შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ათწლეულების განმავლობაში, ევროკავშირი იყო და არის მშვიდობის, თანამშრომლობისა და სტაბილური განვითარების უნიკალური მოდელი, იგი უკვე დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ ეკონომიკური ორგანიზაციის ფარგლებს და გახდა თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიის გარანტია ევროპულ სივრცეში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე ევროკავშირი და პარტნიორები – მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის” სიტყვით გამოსვლისას.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროში რატიფაკიციისათვის შეიტანა რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს (რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონი) შორის შეთანხმება, რომელიც სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. ცალკეული სამხედრო ძალების ქვედანაყოფებს რუსულ არმიაში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს.
„ქართული ოცნების“ ოფისში საქართველოს პრემიერ მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და სუს-ის ხელმძღვანელს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
პარლამენტმა ევა გოცირიძე 90 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცის დროს ლიკვიდირებულთაგან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამმართველოს უფროსი, ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ამტკიცებს, რომ „საქმე იმაზე ცუდადაა“, ვიდრე ეს ყოფილ პრემიერ მინისტრს წარმოუდგენია.
„არის განსაკუთრებული, ერთგვარი აზრთა სხვადასხვაობა გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ასევე, გარკვეული კითხვები არსებობს დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებით“, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილებები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შედის, ხარჯების ზრდას არ გამოიწვევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.