უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების და განცხადებების მიწერა პრემიერ მინისტრისთვის, ჩემთვის არის მიუღებელი, ასე ეხმაურება პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შოთა შალელაშვილის ღია წერილს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრს ინიციატივით მიმართავს, „რაც შეიძლება მოკლე დროში“ დაუჭიროს მხარი პრეზიდენტ ტრამპის მიერ ოთხშაბათს მიღებულ გადაწყვეტილებას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებასთან დაკავშირებით.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ „ღირსების მანიფესტაციაზე“ სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილის მმართველობას „დიადი 9 წელიწადი“ უწოდა და თქვა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველო „ნელ-ნელა ემსგავსება პოსტშევარდნაძისტულ“ ქვეყანას, სადაც სააკაშვილის „დამარცხებული კრიმინალი“ ისევ ბრუნდება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი უკრაინაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს გამოეხმაურა. ვოლსკი მიიჩნევს, ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა, პირველ რიგში, რუსეთის ინტერესებში შედის.
საქართველოს ვიცე პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა მინისტერიალის ფარგლებში, რომლის დღის წესრიგშიც ალიანსი ღია კარის პოლიტიკაზე მსჯელობს, ძალზედ მნიშვნელოვანია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვიზიტად შვედეთის სამეფოში იმყოფება, შვედეთის მეფე კარლ გუსტავ XVI-მ მიიღო.
დააპატიმრებენ ბატონ სააკაშვილს - ძალიან მალე დამთავრდება ბატონი ივანიშვილი, თუ არ დააპატიმრებენ სააკაშვილს - ცოტა ხანი იფართხალებს ივანიშვილი და პოროშენკო იქ, სადაც არის, აღნიშნული განცხადება თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია-მსველელობაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინაში სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენები პირდაპირ კავშირიშია საქართველოსთან, რადგან ეს „ორი ოლიგარქის“ მიღწეული შეთანხმების გაგრძელებაა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციას - „ღირსების მანიფესტაციას“ მართავს. აქცია-მსვლელობა თბილისში, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან ამ წუთებში დაიწყო.
„საქართველოსთან პარტნიორობა ნატო-სთვის ძალზედ მნიშვნელოვანია“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ვიცე პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდგომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.