თბილისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დედაქალაქის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნუგზარ ჭონქაძის დანიშვნას აპროტესტებენ.
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის საკრებულოსთვის ყოფილი მერის დავით ნარმანიას მიერ წარდგენილ ბიუჯეტს უკან გამოითხოვს, რადგან მასში არ არის გათვალისწინებული ის პროექტები, რომელთა განხორციელებასაც დედაქალაქის ახალი მთავრობა გეგმავს.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს პროექტში ჩართული ქვეყნების - ავღანეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის წარმომადგენლებმა. საქართველოს მხრიდან „ლაპის ლაზულის“ შეთანხმებას ხელი მოაწერა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ანგარიშს ეხმაურება. პრემიერი ევროპელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„პირველ რიგში, მინდა, თითოეულ თქვენგანს, ვინც დამხვდით და განაგრძობთ საქმიანობას, მადლობა გადაგიხადოთ მუშაობისთვის და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მეტად უფრო ნაყოფიერი იქნება, ახლებს კი გისურვებთ წარმატებულ დასაწყისს და ზოგადად, პროდუქტიულ საქმიანობას თქვენს სამსახურებში“, განაცხადა კახა კალაძემ.
ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაცის უფროსად ვლადიმერ ჭიღლაძე დასახელდა. იურიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – სერგო ბირკაძე. საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – გაიოზ თალაკვაძე.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გოგა ონიანის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია გამოეხმაურა.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის განცხადებით, საქართველოში გოგა ონიანის სახით კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი გაჩნდა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მთავრობამ მოიწონა შემოთავაზებული სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, გახლავთ გაგრძელება ოთხპუნქტიანი გეგმის იმ ნაწილში, რომელიც გულისხმობს ეფექტურ მმართველობას, ეფექტური მმართველობის გაუმჯობესებას, აღნიშნული განცხადება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გააკეთა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი სტრუქტურულ ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ აქცენტი კეთდება არა ხარჯების შემცირებაზე, არამედ ეფექტურობის გაზრდაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.