თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური ოთხ უბანზე არჩევნების განმეორებით ჩატარების თაობაზე „ქართული ოცნების" თიანეთის მერობის კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„ქართული ოცნების" თიანეთის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი აცხადებს, რომ თიანეთის 4 უბნიდან - მე-2, მე-13, მე-15 და მე-19 უბნებიდან 6 ბიულეტენი დაიკარგა ან მოიპარეს. ქიტესაშვილი აღნიშნულ 4 უბანზე არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვს.
თურქეთის პრემიერ მინისტრი ბინალი ილდირიმი საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის.
საქართველოს მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და კატალონიას განიხილავს ესპანეთის განუყოფელ ნაწილად, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
ვიცე პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯეჯლავა მოსალოდნელ სამთავრო ცვლილებებთან დაკავშირებული განხილვების მიმდინარეობს არ ადასტურებს.
„ვულოცავ ბატონ გიორგი ალიბეგაშვილს განსაკუთრებულად მნიშვნელოვან და საპატიო თანამდებობაზე - ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნას", აღნიშნულია ირაკლი კობახიძის მილოცვის წერილში.
საქართველო ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „თვითერის" საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებსა და საქართველოს მოსახლეობას საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში აქტიური ჩართულობისათვის მადლობა გადაუხადა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერის საფუძველი კიდევ ერთხელ განმარტა.
აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, მთელ ქართულ საზოგადოებას ვულოცავ აფხაზური ენის დღეს. აფხაზური კულტურა ჩვენი საერთო ისტორიისა და ღრმად მწამს, რომ საერთო მომავლის განუყოფელი ნაწილია, ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვის წერილში, რომელიც ქართულის გარდა, აფხაზურ ენაზეც გავრცელდა.
მინდა, ყველას მოგილოცოთ 21 ოქტომბერს ჩატარებული, ადგილობრივი თვითმმართველობის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. ვფიქრობთ, ეს არის დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების კუთხით, განაცხადა პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.