საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, პირი, რომელიც ევროკავშირში, შენგენის ზონაში ყოფნის წესს დაარღვევს, დეპორტაციის გარდა, 3 000 ევროთი დაჯარიმდება.
საქართველოს დელეგაცია 28-29 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში შაბთაი ცურს შეხვდა.
სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომის შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის პრემიერ მინისტრებმა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა შეხვედრის შედეგები შეაჯამეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
ჩვენ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ უფრო გავაძლიეროთ არამარტო სუამ-ი, არამედ ჩვენი ქვეყნებიც, ჩვენ მკაფიოდ უნდა ვაცნობიერებდეთ, რას გვინდა მივაღწიოთ ერთობლივად, მოცემული ფორმატის დახმარებით, რადგან წარმატება, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია ჩვენს თანმიმდევრულ და კოორდინირებულ თანამშრომლობაზე, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურთა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
28 მარტს, ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ ძალაში შედის.
ირაკლი კობახიძემ იაპონელ ხალხს მიუსამძიმრა. აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს კიევში, სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სენატორ ჯონ მაკკეინთან და სენატორ რონ ჯონსონთან შეხვედრა გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.