საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.
ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ და ვიეტნამის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჰა კიმ ნგკომ შეხვედრა გამართეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჟენევაში სამუშაო ვიზიტისას შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, დიდიე ბურჰალტერს შეხვდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამუშაო ვიზიტად აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის დელეგაცია ეწვია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 27 თებერვალს ჟენევაში გაერო-ს ადამიანთა უფლებების საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას თემურ ქოჩიაშვილი შეასრულებს. ამის შესახებ Guardian.ge-ს თერჯოლის გამგეობიდან აცნობეს.
თეიმურაზ ჯაფარიძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. გამგებლის მოვალეობას პირველი მოადგილე თემურ ქოჩიაშვილი შეასრულებს.
„ხვალიდან ვიწყებთ კონსულტაციების მეორე რაუნდს, რომლის საფუძველზეც ის ძირითადი ცვლილებები გამოიკვეთება, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციაში შევა“, - პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს და სომხეთის მთავრობებს შორის, აფხაზეთის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, არ ადასტურებს.
ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ დღეს, ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისართან მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსთან ერთად მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.