პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დელეგაციასთან ერთად, დღეს ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. 

სრულად...

ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყატარელ კოლეგასთან, სოლთან ბინ საად ალ მურაიხისთან შეხვედრა გამართა.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაეროს ადამიანის უფლებათა 34-ე სესიის ფარგლებში შეხვდა პანამის დელეგაციას, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარია ლუიზა ნავარო ხელმძღვანელობდა.

სრულად...

„ვიზა-ლიბერალიზაციასთან ერთად, გვაქვს მკვეთრად დადებითი ტენდენციები ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ის ეკონომიკური და ფისკალური რეფორმები, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ 2016 წლის დეკემბერში არის პრაგმატული, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. ეს უკვე გვაჩვენა იანვრის თვის ეკონომიკურმა ტენდენციებმა,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში უკრაინის ახლადდანიშნულ ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დისკუსია გაიმართა.

სრულად...

ისრაელის სახელმწიფომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული ნიშნავს, რომ ისრაელის სახელმწიფოს შეფასებით, საქართველოში არავის ემუქრება რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფუძვლიანი საფრთხე.

სრულად...

საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის მეორე ეტაპის შეხვედრა გაიმართა.

სრულად...

ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდერს სამუელსს შორის შეხვედრა გაიმართა.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალ სეგმენტში მონაწილეობის ფაგლებში, ჟენევაში ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯოფრი ონიემასთან შეხვედრა გამართა. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი