6 წელი გავიდა საოკუპაციო ხაზთან ქართველი პატრიოტის, გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან. აფხაზეთიდან დევნილი, ახალგაზრდა კაცი საოკუპაციო რეჟიმმა იმსხვერპლა. მკვლელები სასჯელს ვერ გაექცევიან. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ და დიპლომატიურ ინსტრუმენტს იმისათვის, რომ დამნაშავეებმა კანონის სრული სიმკაცრით აგონ პასუხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ წერს.
ბრიუსელში ორდღიანი სამუშაო ვიზიტი დასრულდა. მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკომისიის თვითშეფასების კითხვარი შეავსო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებთან პირადად განმეხილა ის პროგრესი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ რეფორმების პროცესში, ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების განხორციელების გზაზე მიაღწია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა.
ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.
ნატო-ს მჭიდრო პარტნიორ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი- ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა.
ოთხშაბათს, 18 მაისს, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიიღებს. ინფორმაცია ნატოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ბრიუსელში, ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელიც 18 მაისს იყო დაგეგმილი, გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის განხილვის შესაძლებლობა მქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.