საქართველომ ევროკომისიისგან მიღებული კითხვარი შეავსო, - ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 64-ე სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, აღინიშნა, რომ კითხვარის მეორე შევსებული ნაწილი, რომელიც სექტორულ მიმართულებებს მოიცავდა, ევროპულ მხარეს სამშაბათს, 10 მაისს გადაეცემა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „უკრაინისთვის“ მიიღო მონაწილეობა, რომელსაც არაერთი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა.
ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ მოვუწოდებთ მისთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენისკენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.
საქართველომ გამოყო 7 მილიონი დოლარი და ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის მიმდინარე სამხედრო თავდასხმის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას. საჰაერო და სახმელეთო გზებით უკრაინაში გაიგზავნა 500-ზე მეტი ტონა ჰუმანიტარული დახმარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის „უკრაინისთვის“ ფარგლებში გამართულ საქველმოქმედო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს უკრაინას როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული კუთხით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის „უკრაინისთვის“ ფარგლებში გამართულ საქველმოქმედო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ანორექსია რა შუაშია, საერთოდ ვერ გავიგე იმიტომ, რომ ანორექსია, ჯერ ერთი, 90% ქალებს ახასიათებს და 10% კაცებს და ამას აქვს კონკრეტული ფსიქიკური მიზეზი და სააკაშვილს ეგ ფსიქიკური მიზეზი წესით არ უნდა ჰქონდეს და მეორე, ვიზუალური დათვალიერებით რაღაცა დასკვნები გამოდის, ამას ვერ ექნება სერიოზული აღქმა ჩვენი მხრიდან. არავითარი დიაგნოზი არ არსებობს, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორს, მატეო მეკაჩის შეხვდა.
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, ყველა კარგად იაზრებს, რომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და მან სასჯელი უნდა მოიხადოს, ქართულ საზოგადოებას კი არ აინტერესებს სააკაშვილის მდგომარეობა და „მისი მხარდამჭერების რაოდენობა ჩამოვიდა გიული ალასანიამდე და თაკო ჩარკვიანამდე“.
ვფიქრობ, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ მორიგი უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი, - დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.