მოვისმინე ის ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გარკვეულ სირთულეებს, გადარიცხვებზე და სხვა აქტივობებზე, ჩვენ ასევე მოვისმინეთ ბატონი ივანიშვილის ადვოკატის, მისი ინტერესების დამცველის დეტალური განმარტებები და ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლანჩხუთში ჟურნალისტებს განუცხადა.
ნამდვილად არ მაინტერესებს გაკოტრებული პოლიტიკოსების, ხელმოცარული პოლიტიკოსების საფუძველმოკლებული განცხადებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლანჩხუთში, გურიის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
ეჭვი მეპარება, რომ დასავლეთი დაადებს სანქციებს პირადად ბიძინა ივანიშვილს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სანქციების რეჟიმი მასაც გაურთულებს ცხოვრებას, - ამის შესახებ პროფესორი გია ნოდია „ფეისბუქში“ წერს.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ივანიშვილის სანქციების ქვეშ აღმოჩენის არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ ექპსერტი გია ხუხაშვილი წერს.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ დადგმულ სპექტაკლს, რომლის განხორციელებასაც ცდილობს რეინკარნირებული კომუნისტური პარტია ნაციონალური მოძრაობის სახით, რომელიც ძალიან დეზორგანიზებულია, დეზორიენტირებულია და ცდილობს, ხავსს მოეჭიდოს, შექმნილი აჟიოტაჟი გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისათვის“, – ასე აფასებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.
„მშვიდობის დროს საქართველოს ხელისუფლება ოსტატურად ახერხებდა ერთობლივად 2 ნავში ჯდომას- უსრულებდა ყველა კაპრიზს რუსეთსაც და დასავლეთსაც,ამითი კი უზრუნველყოფდა საკუთარ უსაფრთხოებას და ხელისუფლებაში ყოფნას. დღეს ცხადად დადასტურდა,რომ ეს ასე ვერ და არ გაგრძელდება ,რადგან ევროპაში მშვიდობა აღარაა და ომია“, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე წერს.
სრულიად ცხადია, რა იგულისხმა პიონტკოვსკიმ ივანიშვილისგან საქართველოს გათავისუფლებაში - მისი მოშორება პირდაპირი გაგებით და არა პოლიტიკური თვალსაზრისით, - ამის შესახებ imedinews-ს ანალიტიკოსმა, მამუკა არეშიძემ განუცხადა.
სტალინმა რა ტიპიც შექმნა ქართველის, აი, ამას განასახიერებს ბიძინა ივანიშვილი და ეს არის ჩვენში ძალიან უცხო სხეული, რომელიც უნდა მოვიგლიჯოთ, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
დაუწესეთ ივანიშვილს სანქციები. ის საქართველოს ფარული მმართველია, ის შეშინებული გაიქცევა და რეჟიმი დაემხობა, - განაცხადა რუსმა მეცნიერმა, პოლიტიკურმა მწერალმა და ანალიტიკოსმა ანდრეი პიონტკოვსკიმ სატელევიზიო ინტერვიუში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში, პორტუგალიელ კოლეგას ჟოაო გომეშ კრავინიოს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.