„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ დიდი სურვილი ჰქონდა პირველივე ტურში დაესრულებინა ეს არჩევნები, მაგრამ არ გამოუვიდა.
გიგა ბოკერიას განცხადებით ,„ნაციონალური მოძრაობა“ იბრძოლებს მეორე ტურებში იმისთვის, რომ გაზარდოს მხარდამჭერების და იმ სოფლებისა და თემების რაოდენობა, სადაც ხელისუფლება თავის თავს ვერ გაიტანს.
მარნეულის #48-ე საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, აჰმედ იმამყულიევის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებს და 80%-იან მხარდაჭერას მიღებს.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში თამაზ ნავერიანი მიაღწევს გამარჯვებას.
არასამთავრობო ორგანიზაციები ჯიხაშკარის 79-ე უბანზე ერთ-ერთი დამკვირვებლის მიერ ამომრჩევლისთვის თვალის ჩაკვრის ფაქტთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებენ.
ცესკო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის შედეგებს აქვეყნებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მარნეულისა და ზუგდიდის საარჩევნო ოლქებში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ყიზილაჯლოს #48 საარჩევნო უბანზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლიდერობს.
განმუხურისა და ჯიხაშკარის საარჩევნო უბნებზე, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციის მიხედვით, "ქართული ოცნების" კანდიდატი ედიშერ თოლორაია ლიდერობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.