პოლიტიკა

ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი. რამდენიმე წუთი დასჭირდება, რათა მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ. როგორ გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რას აპირებენ ან როგორ აპირებენ?, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სრულად...

საქართველომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის შესახებ. ვგულისხმობ, რომ ის მკაფიო პოზიციას იკავებს მრავალმხრივ ორგანიზაციებში, გაეროში, ევროპის საბჭოში და ეს ძალიან დასაფასებელია, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სრულად...

ომში ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა იომეს, თავი გასწირეს. პოლიტიკოსები, როგორც აღვნიშნე, ომის დროსვე გაიქცნენ, მიატოვეს ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

„ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის პერიოდი არის ის ერთადერთი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი და ეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა სწორედ მიღწეულია იმ პოლიტიკის შედეგად, რომელიც დაიწყო ჩვენმა პარტიის დამფუძნებელმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

სააკაშვილმა ომის შემდეგ სულ რამდენიმე ხანში თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი ვის მიყიდა? რუსულ სახელმწიფო კომპანიებს, წყლის კომპანიები, ჰიდრო-ელექტრო სადგურები, ენერგეტიკული სხვა ობიექტები მიყიდა რუსულ სახელმწიფო კომპანიებს, ომის შემდეგ, ხაზს ვუსვამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

მაშინ, როცა კიევში ხალხი იღუპება, აქ კონცერტებს მართავენ და ჟრიამული აქვთ ატეხილი, ეს 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს მაგონებს, როცა რუსთაველზე გამოიყვანეს ხალხი, წაგებული, განადგურებული ქვეყანა გამარჯვებულად გამოაცხადეს და ხალხს „მიშა, მიშა“ აძახებინეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

სააკაშვილი, ომის შემდეგ, შესანიშნავად გრძნობდა თავს. მას არავითარი დისკომფორტი არ შექმნია. ომის დროს საკუთარ დედას გადაუფორმა ქონება და დედამისის ქონება დღეის შეფასებით 120 მილიონს შეადგენს. ამაზეა მეგობრებო საუბარი, როდესაც ასეთ ფარისევლობასთან და ტყუილთან გვაქვს საქმე, ამას სჭირდება სიმართლის დაპირისპირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს, იმისათვის, რომ გამოვხატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა, ეს იქნება პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ადამიანური თუ სხვა, ჩვენი უკრაინელი ძმების და დების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ომი და უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ, რომ არავინ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება და ისიც ვთქვათ, რომ დღეს უკრაინაში ვინ ომობს? - ომობს უკრაინელი ჯარისკაცი, უკრაინის ჯარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

უკრაინაში შეჭრა და იქ სამხედრო მოქმედებების წარმოება მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია გვქონდა და ჩვენი სოლიდარობა და პოლიტიკურ დონეზე მხარდაჭერა გამოვხატეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი