„როგორც კი დავასრულებთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას, მე თქვენ მოგევლინებით, როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ლიდერი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამატებით 3 764 830 ლარი გამოეყოფა. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა განაცხადა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ცესკოსთვის დამატებით თანხის გამოყოფის საკითხი გაიტანა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ერთ-ერთმა ახლად შექმნილმა პარტიამ ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმა ''დიდი სიზუსტით დააკოპირა''.
კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, რეალისტური შედეგები, რომელიც არ იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, არის თავად არჩევნები.
საქართველო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს. ეს არის ეუთო-ს ღონისძიება. ამ თვალსაზრისით ჩვენ ახლა ეუთო-ს ტერიტორიაზე ვიმყოფებით, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
მიმდინარე წლის 1-5 ივლისს, თბილისი პირველად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლებს თემით: „25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით“.
საქართველოს დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია პრეზიდენტ პედრო აგრამუნტის ხელმძღვანელობით ეწვევა.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორი, ირაკლი ღურჭუმელია თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს ხვალ, სამუშაო ვიზიტად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეწვევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.