ჩემთვის დღეს მთავარი საფიქრალი, საზრუნავი არის საქმე, რომელიც უამრავი გვაქვს ქვეყანაში, დღეს ჩვენს ხალხს აწუხებს უამრავი პრობლემა, როგორიც არის უმუშევრობა, სიღარიბე და სხვა უამრავი პრობლემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ის სისხლის სამართლის კანონმდებლობა რომ ყოფილიყო და შეკრებითობის კანონი არ შეგვეცვალა, რაც სააკაშვილს ჰქონდა, მას გაცილებით მეტი სასჯელი ექნებოდა, მოსახდელი, 30 წელზე მეტი ექნებოდა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან „ვარდების რევოლუციის“ შეფასებისას.
ვარდების რევოლუციამდე საქართველო იყო ტერიტორია და შემდეგ გახდა სახელმწიფო. საქართველო იყო სიბნელეში და გაბრწყინდა, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ავღანეთის სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის და შესაბამის წერილს უგზავნის.
როცა ვარდების რევოლუციის გმირი გისოსების უკან წევს, ამით ვერ ვიქნები კმაყოფილი, - განუცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალთან გიული ალასანიამ ჟურნალისტებს, შვილის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.
რამდენიმე დღეა, რაც სააკაშვილი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მას მუდმივად მოიხსენიებენ მთავარსარდლად. მანამდე უწოდებდნენ პრეზიდენტს, მესამე პრეზიდენტს.
ჩვენ ახლა ვემზადებით ასოცირებული ტრიოს - საქართველო, უკრაინა, მოლდოვის პრემიერების შეხვედრისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, 30 ნოემბერს და 1-ელ დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მე დავთანხმდი ჩემ მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემ მიერვე აშენებული ავტობანით და იქ განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ არც ერთი დღით, შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას", - ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც ჟურნალისტებს გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გააცნო.
მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება შემდეგია, იგი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას იქ გადაყვანისთანავე, - განაცხადა ნიკა გვარამიამ
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.