პოლიტიკა

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილი 50 დღეა შიმშილობს, ელენე ხოშტარია გაცილებით ცოტა დროა, მაგრამ მისი მდგომარეობა უფრო მძიმე იყო, ვიდრე სააკაშვილის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა და დაამატა, რომ ელენე ხოშტარიას ფაქტორი ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ერთ-ერთი დომინანტური იყო.

სრულად...

მივესალმები ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის გეგმას გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რადგან ეს არის ადგილი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, როგორც სამედიცინო, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

სრულად...

სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში როგორც კი გადაიყვანენ, ჩვენ, „ლელო საქართველოსთვის“ ვწყვეტთ პოლიტიკურ ბოიკოტს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადასვლასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ აქვს.

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ეკატერინე ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა მე-18 დაწესებულების ადმინისტრაციას მოთხოვა, რომ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მივიდნენ დაწესებულებაში, რათა მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა.

სრულად...

„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა და ამის საფუძვლად მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება დაასახელა.

სრულად...

ვიდრე არ დავინახავთ, რომ სააკაშვილი არის საავადმყოფოში, ჩვენ უნდა ვიდგეთ აქ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, გიგი უგულავამ ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ როგორც კი მიხეილ სააკაშვილი გადავა სამკურნალო დაწესებულებაში, არანაირი აქციები იმ დაწესებულებასთან არ იქნება.

სრულად...

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, მათ შორის ისეთი უმძიმესი დამნაშავის მიმართ, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, თუმცა, მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, „ნაცმოძრაობა“ აწყობს სპექტაკლს, მაგრამ მათ „არც შანტაჟი და არც მუქარა არ გაუვათ, მეგის ქარდავები მკაცრ პასუხს მიიღებენ“.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის გამოსახატად მოშიმშილე დეპუტატის, ელენე ხოშტარიას დედა, ირინა გუნცაძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავს. გავრცელებულ ვიდეოში იგი აფრთხილებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ თუკი გონს არ მოეგებიან, „ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი