პოლიტიკა

გადავწყვიტე, რომ ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ არ გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში, არაფერს არ გადავისხამ და არ მივიღებ, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას იმის უზრუნველყოფას, რომ სააკაშვილმა შეძლოს მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვაზე დასწრება, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

სრულად...

პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული კადრები კიდევ ერთხელ დამადასტურებელია იმ სიბინძურის და უბედურების, რაც 2012 წლამდე ხდებოდა. ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი, მისი გუნდის წევრები, მეგის ქარდავებით, გვარამიებით და ა.შ, - განაცხადა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.

სრულად...

სახალხო დამცველი ვიყავი და ყოველთვის თავს ვიკავებ, რომ სახალხო დამცველზე ვისაუბრო და კარგია, რომ ნინო ლომჯარია, როგორც სახალხო დამცველი, ყოფილ პრეზიდენტს ხშირ-ხშირად ნახულობს, თუმცა გასაოცარი ფაქტი ის არის, რომ მან ეს ერთი ადამიანი უფრო ხშირად ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი ოთხი წლის განმავლობაში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

სრულად...

„ევროპული სოციალისტების“ წევრი, დეპუტატი ფრიდონ ინჯია სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმთა ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შედგენილ დასკვნას გამოეხმაურა და თქვა, რომ ექიმთა ჯგუფის შემადგენლობაში უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივია.

სრულად...

კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს და ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი. იგი განსაკუთრებული პატიმარია, რამეთუ ყველა, ჩვენი საზოგადოება, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტების შესრულებას, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

სრულად...

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განმარტავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის უფლებამოსილებათა ვადებთან დაკავშირებულ საკითხს.

სრულად...

2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა მერაბიშვილს დაურეკა... ბედნიერი იყო, ხარობდა და აგინებდა უკანასკნელი სიტყვებით ბადრი პატარკაციშვილს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

სრულად...

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 76 ხმით სამის წინააღმდეგ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესატანი ცვლილებები მიიღო.

სრულად...

სააკაშვილმა უკრაინის სამართალდამცველებს თმებით რომ ათრევინა თავი, მაშინ საქართველოში აღშფოთება არავის გამოუხატავს, ამ ყველაფრით არც უკრაინელი ომბუდსმენი აღშფოთებულა. – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი