პოლიტიკა

კარგად გვესმის მათი მხრიდან ამ პანიკის დათესვის მიზეზი, დაძაბული ერთი კვირა გვექნება, ძალიან აბსურდულ პანიკის შემცველ ბრიფინგებს მოვისმენთ, მაგრამ მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო სიმშვიდისკენ, მშვიდად მოვუსმინოთ მათ ამ სრულ ბოდვას, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს თიანეთში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ადვოკატების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

სრულად...

კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენს მოსახლეობას ბოდიში მოვუხადო, იმიტომ რომ გვიწევს სააკაშვილზე და მის ამ გაუგებარ ადამიანებზე, მისი კრიმინალური გუნდის წევრებზე საუბარი, ერთი მინდა ვუპასუხო კიდევ ერთხელ ბატონ ხაზარაძეს, მოსახლეობას, მათ შორის ჩვენს ოპონენტებს და ყველას შევახსენებ, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელმაც რეალური თვითმმართველობის რეფორმა გაატარა, მათ შორის ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბაღდათში განუცხადა.

სრულად...

მელია არის ჩვეულებრივი ზონდერი, კრიმინალი, უინტელექტო კაცი, რომელმაც უბინძურეს პროვოკაციაში მიიღო მონაწილეობა სახელმწიფოს წინააღმდეგ; კაცი, რომელიც პარლამენტში შენობის შეჭრისკენ მოუწოდებდა და აორგანიზებდა პოლიციელების, სპეცრაზმელების წინააღმდეგ აგრესიულ ბრბოს, კრიმინალების ბრბოს, - უთხრა აქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბაღდათში, ნიკა მელიას განცხადებების საპასუხოდ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

სრულად...

მე პირადად, როგორც პრემიერ-მინისტრი, ვაპირებ, რომ უშუალოდ, პირადად ვემუშაო თითოეული მუნიციპალიტეტის მერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბაღდათში განუცხადა.

სრულად...

მთავარია მობილიზაცია და გამარჯვება იქნება ჩვენს მხარეს - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ცაგერში, მერობის კანდიდატთან, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან და მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ.

სრულად...

დღეს ჩვენ შეხვედრა გვქონდა ცაგერის საარჩევნო შტაბის წევრებთან, ჩვენს პარტიასთან, ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი, გიორგი ნემსაძე, რომელიც დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ცაგერში განუცხადა.

სრულად...

ძალიან მოხვდათ გუშინ, მე განცხადება გავაკეთე, როდესაც ვიყავი სენაკში ჩასული, ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე, აქაც ფაქტებით და სიმართლეს ვსაუბრობ მხოლოდ, მე არ ვიკადრებ, რომ მოსახლეობას ტყუილი ველაპარაკო, მათგან განსხვავებით და ვთქვი, შედარება გავაკეთე, რომ რა უნდა გააკეთოს, ჩვენი კანდიდატი რომ არ იყოს არჩეული მერი, რა უნდა შეძლოს ცენტრალური ხელისუფლების გარეშე. ის შეძლებს მინიმუმს, რაც აქვს მას განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცაგერში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სრულად...

არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ ვაპირებდით და ჩემი დავალებით ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში, სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცაგერში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სრულად...

„ხელისუფლებას“ ვურჩევ და კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს „სასამართლოში“, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ში წერს.

სრულად...

ჩვენ შევხვდით ფოთში ჩვენს საარჩევნო შტაბს, ჩვენს თანამებრძოლებს, ჩვენ აქ ძალიან ცოტა დაგვაკლდა იმისთვის, რომ პირველსავე ტურში დაგვემთავრებინა არჩევნები, გვყავს ძალიან ღირსეული ახალგაზრდა და ამავდროულად გამოცდილი კაცი, ბექა ვაჭარაძე, რომელიც გახდება ფოთის მერი და მოემსახურება მუნიციპალიტეტს, ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ, ცენტრალურ მთავრობასთან ერთად ფოთისთვის და ფოთელებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი