საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას აფხაზური ენის დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულთან ერთად, აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული და სახელმწიფოს მისი შენარჩუნების და განვითარების განსაკუთრებული ვალდებულება აქვს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ 27 ოქტომბრის აქცია მომაკვდინებელი პოლიტიკური აქცია იქნება „ქართული ოცნებისთვის“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ხელისუფლებას კატეგორიულად სთხოვს უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება.
ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მოგეხსენებათ, წასული არის პოლიტიკიდან, უკვე თვეებია, არ მონაწილეობს არანაირი სახით, არანაირი ფორმით ქართული პოლიტიკის ცხოვრებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა კითხვაზე, რატომ არ დაესწრება ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციას.
27 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქარელში განუცხადა.
„ახლა არა დღეებზე არის საუბარი, არამედ არის საუბარი საათებზე და შეიძლება წუთებზეც, რადგან როდის შეიცვლება და დამძიმდება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, კაცმა არ იცის და შეიძლება ძალიან დაგვიანებული იყოს მერე ექიმების ჩარევაც“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ზაალ უდუმაშვილმა.
„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დედაქალაქის მერობის კანდიდატი დღეს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
სააკაშვილის ეს მასკარადი და ეს თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.
როგორი სიმართლეც აღმოჩნდა სამეგრელოში ჩვენ მიერ დაგეგმილი რაღაც გიჟური სპეცოპერაციის ჩატარება, ასეთივე სიმართლეა დღევანდელი ბრიფინგიც, რომელიც გვარამიამ, ამ არარაობამ ჩაატარა დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.