მიხეილ სააკაშვილი იქნება შესანიშნავი პრემიერი, საქართველოსი - ამის შესახებ გამოცემა ბრიტანულ გამოცემა Independent -ს უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განუცხადა.
საქართველოს პარლამენტის მუშაობა არის მნიშვნელოვნად უფრო გამჭვირვალე, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ამას კიდევ მეტი ყურადღება სჭირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა,
საქართველომ რევოლუციებზე უარი თქვა და უკვე დიდი ხანია განვითარების, ევოლუციის გზით მივდივართ, - აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის (OGP LOWG) საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა.
სააკაშვილი სისწრაფეს არის შეჩვეული და ყოფილი პრეზიდენტის სურვილები ოდესის გუბერნატორის შესაძლებლობებს არ ემთხვევა – ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს და სააკაშვილის უკრაინის შესაძლო პრემიერ-მინისტრობის საკითხსაც ეხება.
საქართველო და ქართველობა, იყო და არის განუყოფელი ნაწილი მსოფლიო ცივილიზაციური პროცესებისა და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ ერი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ისტორია, მდიდარი სულიერი, კულტურული, მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობა!
თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან ნიშნავს უზარმაზარ შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის მილიარდ 600 მილიონიანი ბაზარი, ამაზე დიდი ბაზარი მსოფლიოში არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
10 სექტემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილისა და პატიმრობაში მყოფი დანარჩენი აზერბაიჯანელი ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების დაუყოვნებლივ და ყველანაირი პირობის გარეშე განთავისუფლებისკენ მოუწოდებს.
ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, კოალიცა ,,ქართული ოცნება“ ერთიანი არასოდეს ყოფილა და ეს დღესაც აშკარად ჩანს. გია ხუხაშვილმა ამის შესახებ გაზეთ ,,რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
სომხეთის ინიციატივით, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში (ეეკ) შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ეეკ-სა და ირანს შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნაზე სამუშაოებს გასწევს. ამის შესახებ რადიო “თავისუფლების” სომხური სამსახური იუწყება.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის შეფასებით, მევენახეთა პრობლემის გამოყენებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" პროვოკაციის მოწყობა სცადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.