საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ კონსტიტუციაში ის ჩანაწერი უნდა გაუქმდეს, რომლითაც მთავრობის შემადგენლობას პარლამენტში ქვეყნის პირველი პირი წარადგენს.
EBRD-ის შეხვედრისთვის მზადების პროცესი თითქმის დასრულებულია, ბოლო დეტალები სრულდება და კვირისთვის ჩვენ ვიქნებით მზად, რომ ვუმასპინძლოთ 2000–ზე მეტ სტუმარს, ისე როგორც შეგვეფერება,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საორგანიზაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" გუბერნატორების ქონებრივი მდგომარეობისა და კვალიფიკაციის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყნის რვა გუბერნატორიდან ორი "ქართუ" ბანკის, ერთი ფონდ "ქართუს" , ორი შსს-ს ყოფილი თანამშრომელია
მთავრობის დამტკიცების მიმართულებით პარლამენტში არანაირი პრობლემა არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების გამო, რომლის შედეგად გალის რაიონის სოფ. ქვემო ბარღების მკვიდრი, 12 წლის მოზარდი ირაკლი ცაავა გარდაიცვალა. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს, ნდობის დასამტკიცებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა 8 მაისს უნდა წარუდგინოს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ახალი მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, პოლიტიკური თანამდებობის პირები შეიძლება იცვლებოდნენ, თუმცა, სამინისტროს ძირითადი ბირთვი უცვლელი უნდა დარჩეს.
ვერც მთავრობის გადადგომა და ვერც ახალი მთავრობა ქვეყანაში სიტუაციას ვერ შეცვლის. ქვეყანას სისტემური ცვლილებები სჭირდება, - ამის შესახებ "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი აცხადებს.
თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, მის უწყებაში საკადრო ცვლილებები გარდაუვალია, რადგან მინისტრის მოადგილეები და მრჩევლები ავტომატურად იცვლებიან ხოლმე.
საქართველოში მოქმედი ბიზნესგაერთიანებები ბიზნეს-ომბუდსმენ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და გახარიას თანადგომას უცხადებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.