თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, წინა კვირაში, ქართველ სამხედროებზე გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება, შემაშფოთებელი და შემაძრწუნებელია.
მთავარ პროკურორს მომავალში პარლამენტი აირჩევს. მთავარი პროკურატურის რეფორმირების კუთხით მთავრობის გეგმების შესახებ პარლამენტის წევრებს ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიაწოდა. წულუკიანს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა, თავდაცვის და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.
საქართველოს პრეზიდენტმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის თაობაზე განკარგულება გამოსცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, განკარგულება პარლამენტს უკვე ჩაბარდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტს ან ბრასორს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო კომისიის თანამომხსენებელთა კონსტრუქციული მუშაობისათვის სტუმარს მადლობა გადაუხადა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახლეობისადმი დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო, რომელსაც გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრის, 13 წლის მოზარდ ლევან ცაავას სიცოცხლე ემსხვერპლა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოსახლეობას და ვეტერანებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლის იუბილე მიულოცა.
რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - ასეთი სათურით აქვეყნებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუს გამოცემა Мир и политика.
დიდ ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს. "ბიბისის" ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე 50 000-მდე საარჩევნო უბანი გაიხსნა.
გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი მომავალი გენერალური მდივნის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და მიაჩნია, რომ დადგა დრო, ეს პოსტი ქალმა ჩაიბაროს.
საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს. მათივე ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი პარლამენტის კანცელარიას უკვე ჩაბარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.