საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურ ვიზიტად უკრაინაში იმყოფება. მთავრობის მეთაურს უკრაინელმა კოლეგა დენის შმიგალმა, ქალაქ ლვოვში უმასპინძლა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინელ კოლეგასთან ერთად, საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრის ბაზაზე იმყოფებოდა.
მოუთმენლად ველი ნაყოფიერ დისკუსიებს ლვოვსა და კიევში რიგ საკითხებთან დაკავშირებით თავდაცვის, უსაფრთხოების და ეკონომიკის სფეროების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “Twitter”-ში წერს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დაიწყო. ლვოვის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს უკრაინელი კოლეგა დენის შმიგალი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ტარანი, მინისტრთა კაბინეტის მინისტრი ოლეგ ნემჩინოვი, ლვოვის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი, ლვოვის მერი ანდრეი სადავოი, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე დახვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. აღინიშნა, რომ საქართველოში ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ახალ იმპულსს მისცემს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობებისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.
„ნაციონალური მოძრაობა" სთავაზობს მოქალაქეებს დესტაბილიზაციას, ქაოსის შემოტანას, რევოლუციას და ომებს, ჩვენ, „ქართული ოცნება" ვთავაზობთ განვითარებას, განვითარებას, განვითარებას, მშვიდობას და სტაბილურობას, - ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ოზურგეთის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცადა.
სააკაშვილს თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს, გვაქვს ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია, რომ დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქედის მერობის კანდიდატის როლანდ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
როდესაც გიორგი ანწუხელიძე და მისნაირი გმირები თავს სწირავდნენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და ჩვენი ტერიტორიის დაცვას, ეს მასხარა კაცი, სააკაშვილი, ლაჩარი, რომელმაც მიწაზე გართხმულმა აჩვენა მთელ მსოფლიოს ჩვენი ერის სირცხვილი მისი სახით, ამ დროს გარბოდა ბრძოლის ველიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, როლანდ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ქართული ოცნება" არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო და უზრუნველყო გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის ზაზა დიასამიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის პროცესი დასრულდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება 3664 საარჩევნო უბნიდან. საოლქო საარჩევნო კომისიებმა ხელახალი კონკურსი 226 ვაკანსიაზე 151 საარჩევნო უბანზეგამოაცხადეს. საოლქო საარჩევნო კომისიების 145-მა წევრმა ნათესაური კავშირის დადასტურების გამო, 155 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევაში არ მიიღეს მონაწილეობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.