პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილა.

სრულად...

მე ჩვენს ოპონენტებს ვპირდები, რომ ყოველდღე შევახსენებ მათ მძიმე დანაშაულს, არ მოვასვენებთ მათ, მანამ ექნებათ სურვილი პოლიტიკაში დარჩენის, შევახსენებთ მუდმივად მათ დანაშაულებს და შეცდომებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "ქართული ოცნების" ყვარლის მერობის კანდიდატის, გივი ზაუტაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

სრულად...

დიდგორობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის და ძლიერების, ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლო და მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი გასაოცარი სამხედრო-სტრატეგიული წარმატების მაგალითია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „დიდგორობაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...

2 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ძლიერად გაიმარჯვებს ყველა მუნიციპალიტეტში და ქალაქში და შემდგომი მინიმუმ 3 წელი, 2024 წლამდე, მანამ სანამ არ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ქვეყანაში უნდა იყოს სწრაფი აღმავლობის და განვითარების წლები და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ თქვენი მხარდაჭერით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წალკის მერობის კანდიდატის, ილია საბაძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

სრულად...

10 წლის პერსპექტივაში ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის მიღწევა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბავილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

სრულად...

თურქეთთან ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და ბუნებრივია, ძალიან დიდ ყურადღებას ვითმობთ თურქეთთან მეგობრობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...

ერთ-ერთი პრობლემა ჩვენს რეალობაში, ვუახლოვდებით რა არჩევნებს, არის მერების ხელფასები, რომელიც, მაგალითისთვის, შეადგენს დაახლოებით 1800-2000 ლარს, რაც აბსოლუტურად ამოვარდნილი და შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

სამხედროებმა, პოლიციელებმა, სამოქალაქო პირებმა ჩაიდინეს უდიდესი გმირობა ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის დასაცავად. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრით მათი გმირობის, მათი ხსოვნის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გორში განაცხადა, სადაც, რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

სრულად...

ჩვენი მიზანმიმართული, თანმიმდევრული და მშვიდობიანი პოლიტიკით მე მჯერა, რომ დადგება დრო, როცა ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მუხათგვერდში განაცხადა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

სრულად...

დღევანდელი დღე ჩვენი, ყველას ტკივილია, 13 წელი გავიდა აგვისტოს ომის ტრაგიკული დღეებიდან; ყველაზე მეტად ვინც დაზარალდა, ეს არის სწორედ ჩვენი ხალხი, ყველაზე მძიმედ ეს ყველაფერი თავის თავზე ჩვენმა მოსახლეობამ, განსაკუთრებით გორის მოსახლეობამ გადაიტანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გორში განაცხადა, სადაც, რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი