პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დესისლავა ივანოვას შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

სრულად...

რადიკალური ანტიქრისტიანული დაჯგუფებების ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კიევიდან მართავს პროცესებს. მას აქვს მედიასაშუალებები და ფული. ზუსტად ამ ორი რესურსის წყალობით ის ახერხებს ამ დაჯგუფებების ლიდერობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

სრულად...

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ განცხადებები, რომელიც გაკეთდა, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, 5 ივლისს, მოვლენების განვითარებამდე, იყო სიტუაციის დეესკალაციისკენ მიმართული, - ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

სრულად...

თქვენ 5 ივლისის პრემიერის განცხადება გაქვთ ამოჩემებული და სწორედ თქვენ და სხვა ტელევიზიები ამას ასაღებთ ისე, თითქოს პრემიერმა როდისმე ძალადობა მოიწონა ან ეს ძალადობა წაახალისა. პირიქით, მთავრობის იმ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რაც უნდა ეთქვა ყველა ლიდერს, რომ თავი შევიკავოთ ამა და ამ კონკრეტულ ადგილზე შეკრებისაგან, საუბარი იყო რუსთაველის გამზირზე და ამით მან 5 ივლისს მიმართა ლგბტ თემს, - ამის შესახებ ვიც-პრემიერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სრულად...

ღარიბაშვილი არ გადადგება, გომელაური არ გადადგება. თქვენ გყავთ ის მთავრობა, რომელიც გყავთ და მეტი მოუსმინეთ მთავრობას, რაც არ უნდა ის გეზიზღებოდეთ, იმიტომ, რომ მთავრობის მეთაური რომ ამბობს, რომ შეძლება იყოს სირთულეები, რომ ორი ამ დონის ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალა გააშორიშოროს, ეს ნდა იქნეს ვინმეს მიერ შესმენილი და ჩვენ არ გავწიროთ ის ლგბტ თემი, რომელიც ზოგიერთმა უსინდისო ძალამ საკუთარი ინტერესისთვის გამოიყენა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სრულად...

ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და მაშასადამე ანტიეროვნული გზავნილები, რომელიც გუშინ ჩვენ მოვისმინეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ ჩემი შეფასება, თუ რატომ ვიყავი წინააღმდეგი აღნიშნული ე.წ. აღლუმის; ჯერ ერთი, აღლუმი რა სახელია?! მე ვიცი ერთი აღლუმი, ეს არის ჩვენი ჯარის აღლუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

მათი მიზანი იყო, რომ სახელმწიფოს გამოეყენებინა ძალა საკუთარი ხალხის და მოქალაქეების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს თავიდან ავიცილეთ, ჩვენ ეს რისკები წინასწარ გვქონდა შეფასებული და არ დავუშვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ვიცე-პრემიერებად დაინიშნენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

მე გარანტიას ვიძლევი, რომ ყველა ის მოძალადე, რომელიც ჩართული იყო აღნიშნულ პროვოკაციაში, იქნება სამაგალითოდ დასჯილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი